"აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას.

 

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა საქარტველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება.

 

ფინანსთა მინისტრს აზარტული თამაშებით გამოწვეულ პრობლემებზე კითხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაუსვეს და დაინტერესდნენ, როგორია ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

„ამ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი არის მარტივი, კანონპროექტი მომზადებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ და ბუნებრივია, პოზიცია დადებითია. ზოგადად, აღნიშნული სექტორის რეგულირება უცხო არ არის და ეს გამომდინარეობს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რისკებთან, როგორიცაა: ფულის გათეთრების რისკები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ასეთი რისკებისგან მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად წარმოიშვა, კერძოდ, იმ მიმართულებით - იმაზე მეტად რეგულირებული უნდა იყოს თუ არა სექტორი, ვიდრე ეს კანონპროექტით არის გათვალისწინებული. სწორედ ამას უკავშირდება კანონპროექტზე საკმაოდ ხანგრძლივად გამართული სამუშაო პროცესი.

 

საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობდა, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორი უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდებოდა საზოგადოებისთვის. კერძოდ, გადადის არალეგალურ სივრცეში და არათუ ვერ ხდება დასახული მიზნის მიღწევა, კიდევ უფრო მეტ ზიანს იწვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების იმ ოქროს შუალედის პოვნა, რითაც მიიღწევა დასახული მიზნები და თავიდან იქნება აცილებული ისეთი ნეგატიური ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალის ზრდა.

 

თუ უფრო დეტალურად შევალთ ამ შინაარსში, შემიძლია გამოვყო არაერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის. კერძოდ, მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია, რომელიც ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ჩვენივე მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები აისახება კანონმდებლობაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





მსგავსი სიახლეები
„ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"
ვითიბი ბანკი, მომხმარებელს ფილიალში ვიზიტის საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“
„რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესები დღეს არის მეორე ხარისხოვანი - ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“
„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“
„პრაქტიკულად ეს არის კოლაფსი - ასეთი ეკონომიკური პრობლემები 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს
რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მარტის 17:00 საათისთვის
„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება"