„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»

დღევანდელი უცხოური მასმედია საკმაოდ მდიდარია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალებით: მთავარი თემა - იმ კიბერშეტევის გამოძიების შედეგები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო ინფრასტრუქტურაზე გასულ წელს განხორციელდა. როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში კიბერშეტევით საქართველოში 15 ათასამდე ვებ-საიტი განადგურდა, მათ შორის სამთავრობო ორგანოების საიტებიც. აშშ-მა და დიდი ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ვირუსის გაშვება რუსეთმა განახორციელა, და ამ ოპერაციას სამხედრო დაზვერვა (გრუ“) ხელმძღვანელობდა.


კიბერშეტევის გამოძიების შედეგების თაობაზე დასავლურ მასმედიაში მასალები გაავრცელეს პრაქტიკულად ყველა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ - ამერიკულმა „ესოშეითედ პრეს“-მა, ფრანგულმა „ფრანს-პრეს“-მა, ბრიტანულმა „როიტერ“-მა და სამაუწყებლო ტელერადიო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ, , გერმანულმა „დოიჩე ველემ“ და ბევრმა სხვამ. სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშლ თაიმს“-შიც («Financial Times»)  სათაურით „რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერЫეტევაში დაადანაშაულეს“. პუბლიკაციის ავტორები არიან ჰელენ უორელი - ლონდონიდან, მაქს სედონი - მოსკოვიდან და კატერინა მენსონი - ვაშინგტონიდან.


სტატიაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული კიბერშეტევის ფაქტი და მისგან მიყენებული ზიანი, რომელიც საქართველომ განიცადა. ავტორები ოფციალური განცხადებების ციტირებასაც ახდენენ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი საქართველოს დაეხმარება მსგავსი შეტევების თავიდან ასაცილებლად. დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური იწყების ხელმძღვანელის დომინიკ რააბის განცხადებით, „რუსეთის დაზვერვის მიერ განხორციელებული კიბერნეტიკული შეტევა დამოუკიდებელ საქართველოზე სრულიად მიუღებელია“.


თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს კიბერტერორისტული აქტის ჩადენას: როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ამბობს, რუსეთს აღნიშნულ კიბერშეტევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არავის კიბერსივრცეში არ ვერევით და არც ვაპირებთ ჩარევას“.


„ფაინენშელ თაიმსი“ მკითხველებს ახსენებს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების საიტების კონტენტი უეცრად შეიცვალა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათით, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: „მე დავბრუნდები“.


„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო კატასტროფული შედეგების მომტანი 2008 წლის ომის პერიოდში და რომელიც ქვეყანას ტერიტორიის ერთი მეხუთედის დაკარგვით დაუჯდა, ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს. საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თვითონ იგი უარყოფს.


გასულ ზაფხულში საქართველოს პარლამენტის წინ გამართული მწვავე საპროტესტო აქციები, რომელიც რუსი დეპუტატის ვიზიტთან დაკავშირებით დაიწყო, იმას მოწმობს, რომ 2008 წლის ომის ჭრილობები ბევრისთვის ჯერ კიდევ ღიაა. აღსანიშნავია, რომ ანტირუსული მიტინგების შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან  ავიამიმოსვლა აკრძალა, რაც დიდი დარტყმა იყო ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგის - ტურიზმის მიმართ. მსგავსი ფაქტები გვაჩვენებს, რომ საქართველო ეკონომიკურად ჯერ კიდევ მოწყვლადია რუსეთის წინაშე, რომელიც ამ ეტაპზე მის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად რჩება“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Financial Times» (დიდი ბრიტანეთი)

https://www.ft.com/content/14377b84-53e3-11ea-90ad-25e377c0ee1f





მსგავსი სიახლეები
„საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“- Euractiv
„მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.
რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს
"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"კორონავირუსის ფონზე უფალი ცდილობს, რომ მორწმუნეებამდე ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმში მივიდეს"
ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები
ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
"თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ" - ნეზავისიმაია გაზეტა
სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება
"გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაიხურა"
„რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“
"შეთანხმების რეალიზება საფრთხის ქვეშაა: ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება წინა სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს“
“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები
"რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება" -ბორის რევიჩი
რას წერს თურქული მედია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე?
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.
რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება
"რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“ - Financial Times
„კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“
„კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა, საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“