"ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად"- გიორგი გახარია კიბერშეტევაზე

კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ  - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემა. კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს-საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჰიბრიდული ომი საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან, პრემიერმა ასე უპასუხა:

 

„იმხელა რაღაც გაკეთდა ამ ერთობლივი ღონისძიებით და გამოძიებით, საქართველოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რომ დიახ, ეს თავდასხმა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან და ამხელა შედეგების და ამხელა ძალის შემდგომ მსგავსი მიზეზების პოვნა და ამაზე გამოკიდება არ არის ღირსეული. ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და კონკურენციიდან გამომდინარე ქვეყანას კი ნუ ვებრძვით, ერთმანეთთან შევიდეთ კონკურენციაში და კითხვის ეგ  ფორმულირება არის უბრალოდ არაკორექტული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე