"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე

წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. პრემიერის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია.

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ. დეკემბერში ჩვენ აქ ვიყავით მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად და მაშინ ვთქვით, რომ აქ აუცილებლად დაიწყებოდა ახალი მშენებლობა, რომელიც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგცემდათ საშუალებას, ღირსეულად გეცხოვრათ ყოველდღიურად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ საშრომი, ყოველდღიურად, ყველას ერთად, იმისთვის, რომ ისეთი მძიმე სოციალური პრობლემები, რომელიც იყო აჭარაში, ყველამ ერთად გადავწყვიტოთ. მაგრამ ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ზუსტად დღეს, აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში, რომ აქ აშენდებოდა ოცნების ქალაქი, ზუსტად ასე გპირდებით, რომ წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების, რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა ამ ბავშვებისთვის. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია და აქ აშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი დღეს, ისევე როგორც აჭარის მთავრობის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა - ამ ბავშვებისთვის და ამ ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულად ცხოვრების საშუალება. გილოცავთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

 

„ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც აჭარაში წლების განმავლობაში  ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პრობლემას გადაჭრის.  გადაწყვეტილების თანახმად „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები.

 

ტენდერში გამარჯვებულია კომპანია ,,დაგი", რომელმაც 17 თვეში უნდა უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული 582 ბინისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.





მსგავსი სიახლეები
"საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც"
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“
„ეს საქართველოს მტერია! - იგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეკლესიას უჩივის, აზერბაიჯანელების მარნეულში ქუჩებში ნაკურთხი წყალი რატომ აპკურა და მთებზე ჯვრები რატომ აღმართაო!“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407,660 ადამიანი - ვირუსს ემსხვერპლა 18,250 პაციენტი
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“
„კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
"ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“
დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით
„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!
"ორბი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
„ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არიან ჩამოსული - ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სამოცდაერთს მიაღწია