"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის?" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე

დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ძალიან მეპარება ეჭვი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გრიგორი კარასინმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

სააგენტომ კარასინი ვენაში ჩაწერა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

 

„რუსეთს მგონი, ადანაშაულებენ ყველა სასიკვდილო ცოდვაში მანამ, სანამ რაღაც მოხდება. ყველაზე უკეთესი იქნება, რომ მოხდეს ციფრებითა და ფაქტებით აპელირება. დამტკიცებულია, რომ მთელი ეს ბოროტება რუსეთიდან მოდის? მე ძალიან მეპარება ეჭვი. უკვე გარკვეული პოლიტიკური წრეების ჩვევად იქცა, რომ როცა რაღაც ხდება, მაშინვე ანტირუსული სენტიმენტები იწყება. არ ვარ მზად ჩავუღრმავდე ამ საკითხს. ფაქტები უნდა შევამოწმოთ. როცა არსებობს რაიმე ფაქტები და მტკიცებულებები, რომელიც ამას ადატურებს, მაშინ შეგვიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი პროპაგანდაა, პროგანდისტული ცხოვრები წესი. დღეს ჩვენ ვმსჯელობდით რეგიონალურ კონფლიქტებზე და იმის ნაცვლად, რომ დიალოგი და კონტაქტები მოვაგვაროთ, გავამყაროთ ნდობა, ადამიანები დაკავებულნი არიან პოლიტიკური პროპაგანდით და ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ. ამას არსად მივყავართ, საჭიროა დიალოგი, ურთიერთპატივიცემა. ასეთივე მიდგომა უნდა იყოს კიბერშეტევების თემაზეც“, - განაცხადა კარასინმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.





მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე