პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

 

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.





მსგავსი სიახლეები
"შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება" - პაატა იმნაძე
"საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც"
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“
„ეს საქართველოს მტერია! - იგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეკლესიას უჩივის, აზერბაიჯანელების მარნეულში ქუჩებში ნაკურთხი წყალი რატომ აპკურა და მთებზე ჯვრები რატომ აღმართაო!“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407,660 ადამიანი - ვირუსს ემსხვერპლა 18,250 პაციენტი
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“
„კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
"ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“
დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით
„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!
"ორბი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
„ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არიან ჩამოსული - ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“