საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გადაიყვანენ.

 

"არც ერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა მოქალაქეების შემთხვევაში თურქეთსა და საფრანგეთში. ამ შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი. იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობა, მარტივად შეიძლება მოქალაქის გადმოყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისათვის, არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ, მაგრამ კარანტინის გავლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეების გადაყვანა მოხდება დღესვე. როდესაც კარანტინის ორკვირიანი პერიოდი გაივლის, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას გადავიყვანთ საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





მსგავსი სიახლეები
"შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება" - პაატა იმნაძე
"საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც"
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“
„ეს საქართველოს მტერია! - იგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეკლესიას უჩივის, აზერბაიჯანელების მარნეულში ქუჩებში ნაკურთხი წყალი რატომ აპკურა და მთებზე ჯვრები რატომ აღმართაო!“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407,660 ადამიანი - ვირუსს ემსხვერპლა 18,250 პაციენტი
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“
„კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
"ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“
დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით
„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!
"ორბი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
„ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არიან ჩამოსული - ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“