აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ვახო ხუზმიაშვილი წარსულში ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. კომისიის წევრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთეს. კონკურსში მაუწყებლის ორი ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე მონაწილეობდნენ. კონკურსანტებთან გასაუბრება მედიისთვის დახურეს. ჟურნალისტი მხოლოდ ერთ კანდიდატთან ფირუზ ბოლქვაძესთან გასაუბრებას ესწრებოდა, კომისიის წევრებმა სხდომის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს​, რაც საინფორმაციო სამსახურმა იკითხა, რატომ უჩვენებდნენ კონკურსანტებს ტელევიზიის რეპორტაჟს, რომელსაც თვითრეგულირების საბჭო განიხილავდა. საკონკურსო კომისია ოთხწევრიანი იყო.

 

კონკურსანტებს მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა გოგოლიშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მოწვეული სპეციალისტი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი ესაუბრებოდნენ. მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიცია ვაკანტური ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ გახდა. დირექტორის მოადგილემ პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. მანამდე კი დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მას ხელშეკრულება შეუცვალა და კონტრაქტიდან ამოიღო ის პუნქტები, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.





მსგავსი სიახლეები
"შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება" - პაატა იმნაძე
"საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც"
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“
„ეს საქართველოს მტერია! - იგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეკლესიას უჩივის, აზერბაიჯანელების მარნეულში ქუჩებში ნაკურთხი წყალი რატომ აპკურა და მთებზე ჯვრები რატომ აღმართაო!“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407,660 ადამიანი - ვირუსს ემსხვერპლა 18,250 პაციენტი
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“
„კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
"ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“
დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით
„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!
"ორბი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
„ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არიან ჩამოსული - ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“