„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი - სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი“

 

ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეზოში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს იუნკერთა შეურაცხყოფა იყო. „ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში უნდა ვიყოთ ერთიანი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ქალაქში უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც განთავსდება მემორიალი ყველასთვის. "ალბათ, დრო მოვიდა, რომ ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა რაც გარეთ არის, ან შიგნით, სადაც საზოგადოება ვერ შემოდის ისე როგორც საჭიროა. ადგილი, სადაც 9 აპრილის დაღუპულები და ყველა ჩვენს ომში და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ და პატივი მიაგონ და გაიგონ, რა ხდებოდა და რამდენი ბრძოლა გადაიტანა ქვეყანამ, რამდენმა დალია სული და ეს ყველაფერი არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველთა ბრძოლა ყოველთვის იყო სხვებისთვის დაუვიწყარი და ეს ასეა დღესაც, როცა ისინი სხვადასხვა მისიებში იბრძვიან. "ძალიან იშვიათია იდგე ადგილას, სადაც მართალი განისვენებენ. ეს არის ადგილი, სადაც 23 თებერვალს დაიკრძალნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც კოჯორ-ტაბახმელაში პირველივე დღეებში დაიღუპნენ. აქედან წავიდნენ შემართებით, რუსთაველის გამზირიდან და არის უამრავი მოგონება იმის, თუ, როგორი შემართებით გადიოდნენ და როგორ ტაშს უკრავდა ქალაქი. ახალგაზრდებს, რომლებიც მიდიოდნენ ქალაქის და ქვეყნის დასაცავად. ისე რომ უკან არ მოუხედავთ და არ უფიქრიათ, როგორი იქნებოდა ამ ცივი თებერვლის თვეში მათი ბედი კოჯორ-ტაბახმელაში და ბედი იყო უსამართლო, ​ბრძოლა უთანასწორო, ისინი იყვნენ პრაქტიკულად შიშვლები თუ არა, ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან თხელი ტანსაცმლით ამ გაყინულ ზამთარში და იბრძოლეს თავიანთი ყველა ძალებით ვინც იქ დაიღუპა და აქ განისვენებს და ის ვინც დაბრუნდა, გააგრძელა ბრძოლა. ვინ საქართველოში, ვინ საბერძნეთში, ვინ პოლონეთში, საფრანგეთშიც, სადაც იყო ემიგრაცია და იქაც ქართველების ხსოვნა არის ხსოვნა ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ შემართება, რომელიც იყო ძალიან განსაკუთრებული. ეს არის ქართველი მხედრების ბედი ყველგან, სადაც არიან დღეს, ავღანეთში იქნება, ცენტრალურ აფრიკაში თუ სადაც მოუწევთ, ყველგან მათი ბრძოლა არის დაუვიწყარი სხვებისთვის იმიტომ, რომ აქვთ შემართება და გამბედაობა, რომელიც მოდის მხოლოდ იქიდან, თუ რისთვის იბრძვი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე