კორონავირუსის გამო, საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

კორონავირუსის გამო, საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მასში აღნიშნულია, რომ საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.

 

„ბოლო პერიოდში, კერძოდ, გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.

 

ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

 

ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები.

 

კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:

 

კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: ENG: http://ncov.mohw.go.kr/en/ KOR : http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი : 1339

ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/

ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp…

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

 

საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე