ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.

 

„ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი დედლაიანი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ. დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ. ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება. ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ გავაცანით ორი წლის გეგმა, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2022 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მგონია, რომ გვაქვს სივრცე, ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე გაიზრდება.





მსგავსი სიახლეები
„ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"
ვითიბი ბანკი, მომხმარებელს ფილიალში ვიზიტის საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“
„რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესები დღეს არის მეორე ხარისხოვანი - ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“
„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“
„პრაქტიკულად ეს არის კოლაფსი - ასეთი ეკონომიკური პრობლემები 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს
რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მარტის 17:00 საათისთვის
„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება"