„მე მგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს" - მამუკა მდინარაძე

ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის მოდელზე მოლაპარაკებებს. მისი თქმით, რაც უფრო ცოტა დრო რჩება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთვის, მით მეტი შანსია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.

 

„მემგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს. რეალურად, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ კომპრომისული ვარიანტი დავდეთ. მათ სხვადასხვა საბაბის გამოყენებით, საერთოდ დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა. ახლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით. მგონია, რომ კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად რაც უფრო მცირე დრო რჩება, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია მართლაც დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მათ მოუწევთ ჩვენს კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხის დაფიქსირება და მეორე - მათი ვერსიის წარმოდგენა. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ.


თებერვლის შემდეგ, მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი, მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში. ვფიქრობ, როდესაც ეს დრო მოახლოვდება, ისინი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან. აქედან გამომდინარე, სულ რამდენიმე დღე რჩება და ვიმედოვნებ, მოალაპრაკების მაგიდასთან დავსხდებით. მთავარია მოხდეს შეთანხმება და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველანი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.





მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე