„სხვა საქმეზე ვიყავი კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს“

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ადასტურებს, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, ის პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს და სააკაშვილს როგორც მისი შვილის საქმეზე, ასევე ზოგად თემებზე, მათ შორის, პოლიტიკაზეც ესაუბრა. „დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც. ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

როგორც ის განმარტავს, საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, კიევში აღარ არის. კითხვაზე, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატორი, მაჩალიკაშვილი არ პასუხობს. „კიევიდან დავბრუნდი, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვა საქმეზე ვიყავი უკრაინაში, კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველა ხედავს, როგორ უსამართლოდ მებრძვის დღევანდელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“, ეს ადამიანს კი არა, მთასაც დაანგრევდა. შევეცდები მშვიდობიანი გზით ჩემი სიმართლე დავადგინო. პოლიტიკაზე და პარტიაზე არ ვფიქრობ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე