დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში შედგა. გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე რაც ართულებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას, მათ შორის ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, კერძოდ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, გადასასვლელები პუნქტების დახურვის, ადამიანების გატაცების ფაქტებსა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული თემების და ზოგადად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას. აღინიშნა გაეროს განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი მიმდინარეობის პროცესში. საუბარი შეეხო მათ შორის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს და აღინიშნა ამ რაუნდზე კონფლიქტის რეგიონსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობის აუცილებლობა. შეხვედრაზე ასევე დადებითი შეფასება მიეცა გაეროს ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური რეზოლუციების არსებობის პრაქტიკას და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის ფარგლებში ეფექტიანი როლი ითამაშოს ცალკეული საკითხების მოგვარებაში.





მსგავსი სიახლეები
"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა"- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო ზონად გამოცხადდა
„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს - აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ
„მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას“
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება დახმარების სპეციალური პაკეტი
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"
"საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან"
"7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება"- ირაკლი ჩიქოვანი
"მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის" - გიორგი გახარია
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე