რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე

“თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს,"- ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე...


"ინფორმაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა, მათივე თქმით, პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს. არეშიძე ამბობს, რომ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზი ე.წ. "კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანიის" წამოწყებაა. ეს ინფორმაცია მეც მაქვს, რომ შეიძლება ჩაკეტონ, მართალია მოტივაცია ვერ გავიგე, რატომ უნდა ჩაკეტონ, მაგრამ პრინციპში თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ეს რამ განაპირობა, ვერ გეტყვით, მაგრამ პრინციპში ეს ტენდენციაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თვითონ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატანი პროდუქტის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით ბრძოლა უკვე რუსეთმა წამოიწყო. ჩრდილო ოსეთიდან სამხრეთში შემოსატანი პროდუქტებთან დაკავშირებით როკის საგუშაგოზე პრობლემები შეიქმნა და იქ მთელი ამბავია ატეხილი, ახლა დროებით ჩაწყნარდა, მაგრამ მთელი თებერვალი ძალიან მძიმე პროცესები იყო, ამიტომ რუსები კონტრაბანდად თვლიდნენ სამხრეთ ოსეთში იმ პროდუქტების შეტანას, რომელიც ჩრდილო ოსეთიდან შედიოდა (პარტიებს ვგულისხმობ), ახლა ამათ გადაწყვიტეს, კონტრაბანდასთან ბრძოლა მთელ პერიმეტრზე წამოიწყონ, სისულელეა, მაგრამ აკეთებენ," - განაგრძობს გამოცემა.

 

"მისივე ინფორმაციით,ახალგორის რაიონთან არსებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვი გამო მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია. ყველა კეტეგორიის მოსახლეობა, ქართველი იქნება ეს თუ ოსი, უმძიმეს მდგომარეობაშია. პროდუქტების შემოტანა ჩრდილოეთ ოსეთიდან შეიზღუდა, დანარჩენი საქართველოდან პრაქტიკულად არ შედის, ხალხი რთულ მდგომარეობაშია, ამას წამლებიც დაერთო და პლიუს ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, რომ გამოვიდეს და საკუთარი პენსია აიღოს. მთელი ამბავია, სოციალური თვალსაზრისით ეს არის კატასტროფული სურათი. მოსახლეობა პუნქტების გადაკეტვაზე ყველა უარყოფითი აზრისაა, ჭორები ვრცელდება ყველა საგუშაგოსთან დაკავშირებით გადადგილების შეზღუდვის თაობაზე, მაგრამ რამდენად რეალურია, ვერ გეტყვით," - განაცხადა არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 სექტემბერს, საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების გარეშე დარჩა. რაზდახანის ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
„საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“- Euractiv
„მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.
რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს
"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"კორონავირუსის ფონზე უფალი ცდილობს, რომ მორწმუნეებამდე ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმში მივიდეს"
ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები
ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
"თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ" - ნეზავისიმაია გაზეტა
სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება
"გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაიხურა"
„რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“
"შეთანხმების რეალიზება საფრთხის ქვეშაა: ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება წინა სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს“
“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები
"რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება" -ბორის რევიჩი
რას წერს თურქული მედია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე?
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.
რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება
"რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“ - Financial Times
„კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“
„კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა, საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“