"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს  კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე. 

 

„ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს" ვახვედრებთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

მისივე განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსება კომპლექსურია პროცესია - ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას. 

 

„ყველაფრის  ანაზღაურება სახელმწიფო  ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მასშტაბით  დაახლოებით  22 სასტუმრო   ვიქირავეთ. ჯანდაცვის სამინისტროსა და  სახელმწიფო დაცვის პოლიციის  რეკომენდაციით, სასტუმროებში ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა", -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად იგრძნონ, ვინაიდან მათ 14 დღის განმავლობაში უწევთ კარანტინში, ერთ ოთახში ყოფნა. 

 

„თუმცა, სიხარულით და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად გვაქვს ძალიან ბევრი და კარგი უკუკავშირი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აფასებენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია. 

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა კერძო სექტორთან. 

 

„წლების განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად, არაერთი  გამოწვევა ვნახეთ და გადავლახეთ. ახლაც, მთავრობის სწორი, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
„ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"
ვითიბი ბანკი, მომხმარებელს ფილიალში ვიზიტის საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“
„რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესები დღეს არის მეორე ხარისხოვანი - ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“
„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“
„პრაქტიკულად ეს არის კოლაფსი - ასეთი ეკონომიკური პრობლემები 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს
რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მარტის 17:00 საათისთვის
„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება"