რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს

 

“იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოსახლეობისთვის პროდუქტი საკმარისი არ იქნება, რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქონლის საზღვარგარეთ ექსპორტი შეზღუდოს, ამის შესახებ რუსეთის პრეიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამჟამად ამის საჭიროება არაა. მანამდე კი პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნაში საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი საქონლის უწყვეტი მიწოდების მიზნით გათვლილი ნაბიჯებია საჭირო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს, თუმცა რუსეთის მოსხლეობა კორონავირუსის გავრცელების შიშით, ბევრ პროდუქტს ყიდულობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს.

 

“კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ზოგიერთ სამედიცინო პროდუქტზე და აუცილებელ საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა, მარტის დასაწყისში კი რუსეთის ხელისუფლებამ ამის გამო სამედიცინო ნიღბების, სადეზინფექციო საშუალებების, ქირურგიული ხელთათმანების ექსპორტი დროებით აკრძალა. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ თუ რუსეთი ექსპორტს დროებით შეწყვეტს, ეს საქართველოსთვის ცალსახად ცუდია. “რაც შეეხება პროდუქტების მარაგს, ეს ხელისუფლებამ უნდა დათვალოს. რუსეთის ცალკე საკითხის განხილვა არ შეიძლება, ჩვენთან უამრავი საქონელი შემოდის, ქვეყანა სხვა ქვეყნებზეა ჩამოკიდებული - რუსეთზე, თურქეთზე, ირანზე და ჩინეთზე ერთნირად ვართ ჩამოკიდებული, ამ შემთხვევში რუსეთში საკმაოდ ბევრი ექსპორტი გადის და საკმაოდ ბევრი რამ შემოდის, თუ დიხურება ცალსახად რა თქმა უნდა ცუდია”, - განაცხადა გიორხელიძემ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ექსპორტი აკრძალა, ამით საქართველო არ დაზარალდება, რადგან ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ გამომდინრე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ მცირე ბაზარი გვქვს და რუსეთი ჩვენთვის უალტერნატივო მომწოდებელი არაა, შეგვიძლია ალტერნატიული გზა აზერბაიჯანიდან, ცენტრლური აზიიდან, ასევე თურქეთიდან განვიხილოთ, ასე, რომ ამას ამ ვითარებაში ასე დრამატულად არ აღვიქვამ. რუსეთისთვის ჩვენ 001% ვრთ, ჩვენ მოგვაწვდიან თუ არა, ამას რუსული ბაზარი ვერც იგრძნობს, იყო ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რუსეთიდან ყველაფერი საერთოდ ჩაკეტილი იყო, მაგრამ დეფიციტი პრაქტიკულად არაფერზე არ შექმნილა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული და ალტერნატიული ბაზრები გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

 

 

 

რეზონანსი





მსგავსი სიახლეები
„ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"
ვითიბი ბანკი, მომხმარებელს ფილიალში ვიზიტის საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“
„რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესები დღეს არის მეორე ხარისხოვანი - ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“
„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“
„პრაქტიკულად ეს არის კოლაფსი - ასეთი ეკონომიკური პრობლემები 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს
რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მარტის 17:00 საათისთვის
„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება"