"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"ირანელი დიპლომატი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციების იგნორირება მოახდინონ", - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ირანის საინფორმაციო სააგენტო "ირნა", რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

 

"ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს შეუერთდეს კამპანიას, რომლის მიზანს ირანისადმი გამოცხადებული აშშ-ის რეპრესიული სანქციების იგნორირება წარმოადგენს.

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება და ერთმანეთთან თანამშრომლობა. სხვა ქვეყნებთან ერთად, ირანიც ებრძვის ახალ კორონავირუსს,
მაგრამ მიღებული სანიტარული ზომების მიუხედავად, ვირუსი მაინც ვრცელდება, იღუპებიან ადამიანები, მსხვერპლი დიდია", - წერს ირანის ელჩი და იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს:

 

"მაშინ, როცა ბოლო კვირეების განმავლობაში ირანელი ხალხი ვირუსის აფეთქებას ებრძვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ცალმხრივი და არაადამიანური სანქციები ხელს უშლის ირანის ხელისუფლებასა და მთავრობას ეპიდემიასთან ბრძოლაში. ეს გენოციდის ერთგვარი სახეა", - აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.

 

"იმ ურთულეს პირობებში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო გამოავლენს თავის რეაქციას აშშ-ის ცალმხრივი პოლიტიკის მიმართ და სთხოვს მას, რომ უახლოეს ხანში შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე", - აღნიშნავს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი. წყარო

 

თარგმნა სიმონ კილაძემ




მსგავსი სიახლეები
„საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“- Euractiv
„მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.
რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს
"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"კორონავირუსის ფონზე უფალი ცდილობს, რომ მორწმუნეებამდე ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმში მივიდეს"
ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები
ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
"თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ" - ნეზავისიმაია გაზეტა
სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება
"გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაიხურა"
„რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“
"შეთანხმების რეალიზება საფრთხის ქვეშაა: ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება წინა სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს“
“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები
"რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება" -ბორის რევიჩი
რას წერს თურქული მედია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე?
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.
რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება
"რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“ - Financial Times
„კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“
„კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა, საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“