„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე პროდუქტთან დაკავშირებული დეფიციტი უამინდობას უკავშირდებოდა. მისი განმარტებით შეფერხება იყო, როგორც ფოთის პორტში, ასევე ლარსზე. ამ დროისთვის შეფერხება აღმოფხვრილია. „ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კრიტიკულ სიტუაციაში მართვის უკავშირდება ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას, რომ არ შეიქმნას დეფიციტი ამა თუ იმ სურსათზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე პროდუქტთან მიმართებით იყო გარკვეული წყვეტა მხოლოდ იმის გამო, რომ იყო შეკვეთილი, მაგრამ უამინდობის გამო ვერ შემოდიოდა. ორი მიმართულება, ჩვენი ძირითადი არტერია, რომელიც არის საზღვაო მომარაგება ფოთის მეშვეობით, უამინდობის გამო, იყო ჩაკეტილი, ვერ ხდებოდა გემების დაცლა, იგივე ხდებოდა ლარსზე, სადაც ზღვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდებოდა გაწმენდითი სამუშაოები. არაორდინალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - ექსტრემალურ პირობებში მოხდა გზის ოპერატიულად გაწმენდა იმისთვის, რომ სურსათით მომარაგებას არ შექმნოდა საფრთხე ქვეყანაში. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანები დაიძრა. შესაბამისად, მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მისივე თქმით, მთავრობა ახერხებს იმის რეგულირებასაც, რომ არ მოხდეს პანიკის გამო სურსათი არ გაძვირდეს. „ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩვენ რეგულარულად, ფაქტიურად ყოველ დღე, დღეში რამდენიმე რგოლს ვხვდებით და ამ რგოლის ყველა წარმომადგენელ ოპერატორს, ეს უკავშირდება როგორც საცალო ქსელების წარმომადგენლებს, ეს არის საბითუმო მოვაჭრეები იმპორტიორები, თუ ადგილობრივი მწარმოებლები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა, ფიზიკურად არ იყოს სურსათის დეფიციტი და მეორე მხრივ, ფასები არ გაიქცეს, პანიკის გამო არ მოხდეს გაძვირება და არ დაფიქსირდეს სპეკულატიური ტრანზაქციები. ჩვენ ამის რეგულირებას და მართვას ვახერხებთ. დღეისათვის, 9 განსაკუთრებულ პროდუქტზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც ერთი მხრივ, დაასტიმულირებს ფიზიკურად მარაგების შექმნას ამ პროდუტქების შემოტანის კუთხით იმიტომ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში არამალფუჭებადი მშრალი სურსათი და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დავიცავთ ფასების ზრდისგან ჩვენს მოსახლეობას,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
„ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"
ვითიბი ბანკი, მომხმარებელს ფილიალში ვიზიტის საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“
„რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესები დღეს არის მეორე ხარისხოვანი - ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“
„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“
„პრაქტიკულად ეს არის კოლაფსი - ასეთი ეკონომიკური პრობლემები 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს
რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მარტის 17:00 საათისთვის
„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება"