პოლიციამ ავტობუსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს - 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი - 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.

 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





მსგავსი სიახლეები
„რაც მოხდა ნახეთ, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. ორი პიროვნება დავაკავეთ, კიდევ ვმუშაობთ - ყველა ასეთი ადამიანი დაისჯება უმაღლესი სიმკაცრით“
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი
პოლიციამ ავტობუსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მოკლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა
„არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა - მაპატიოს, თუ ეს საკუთარი სისულელით მოუვიდა“
საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მაღალი რისკის ქვეყნიდან წამოსული ტრანსპორტის მძღოლებს სხვა ფიზიკური პირები ჩაანაცვლებენ
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა
„ჩვენთვის გაუგებარია, რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 50-კაციანი სპეცოპერაცია MS ჯგუფის ოფისში“
„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს და დააგზავნა ექვსი მესიჯი - ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“
ვისი ოფისიდან იგზავნებოდა ესემესები ჯანდაცვის სამინისტროს სახელით და ვინ ცდილობდა მოსახლეობის დაშინებას
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისაგან“
„ნინო ქადაგიძის არჩევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული, ასევე სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“
კარანტინის წესის დარღვევისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით - გამეორებისას პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ შ.ა.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავეს
შსს გუკა რჩულიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სამართალდამცველებმა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს