თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს. უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

 

მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

  

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალების  მიერ ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული მოქმედებები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეაჯამა. მარნეულის საავიაციო ბაზაზე არსებულ მართვის ცენტრში შეკრებილ ოფიცრებს აღმოსავლეთის სარდალმა საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით  გზებზე  პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით 24-საათიანი კონტროლიც ხორციელდება.

 

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.





მსგავსი სიახლეები
თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა
საქართველოს თავდაცვის ძალები, გაუყინავი, ქართული ხორცით მომარაგდება
"ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან"
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო"
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება
საქართველოს პატრიარქმა ქართველი მშვიდობისმყოფელები დალოცა
"ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება"
„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“- ლევან იზორია
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
დღეს, გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს“ - ლევან იზორია
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია
„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პირველი ქართული სერიული იარაღი მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი ხდება
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება
საქართველოში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ